ჩანაწერი
Laravel
არტურ რემბოს პორტრეტის უეცარი გაელვება
ის მოდიოდა ლურჯი პორტებით,
ოდნავ დაღლილი და უცნაური.
მოჰქონდა ქარი მსუბუქ პორტფელით
და ნასიცხარი სხივების სუნი.
მის გამოხედვას ერქვა mort amor,
წვიმით ნაკემსი ეცვა ლაბადა
და ნისლიანი მზერა მოავლო
ამაოების ფერად ბალაგანს.
დაკარგულ ბავშვის ნერვულ ნაბიჯით,
ჰორიზონტისფერ ცით, ნათხოვარით,
ის მოდიოდა დიდი გაფიცვით,
აფრებამღვრეულ- "მთვრალი ხომალდით".
ოდნავ დაღლილი და უცნაური.
მოჰქონდა ქარი მსუბუქ პორტფელით
და ნასიცხარი სხივების სუნი.
მის გამოხედვას ერქვა mort amor,
წვიმით ნაკემსი ეცვა ლაბადა
და ნისლიანი მზერა მოავლო
ამაოების ფერად ბალაგანს.
დაკარგულ ბავშვის ნერვულ ნაბიჯით,
ჰორიზონტისფერ ცით, ნათხოვარით,
ის მოდიოდა დიდი გაფიცვით,
აფრებამღვრეულ- "მთვრალი ხომალდით".
Laravel
კომენტარი
0