ჩანაწერი
Laravel
ფარვანა
ფარვანა
სპექტაკლებს მიღმა სხვა სპექტაკლია
და სხვანაირი აქვს ანტრაქტები,
მაღალმა ლოჟამ ვერშეამჩნია
რამ შეაშინა დაბლა პარტერი.
ვიღაც წაიქცა მთვარეულ გზაზე
და ღამემ ხელი შემოაშველა,
თავი მოუკლავს ფარვანას ჭაღზე,
სცენამ წაიღო ფრთები ფარდებად.
ორკესტრი ვალსებს ჩუმად იხსენებს
გულში წარსულის მეჯლისებს მართავს,
აღარ ითხოვენ გასვლას ბისებზე,
დაესიზმრება ფარვანა ფარდას.
სპექტაკლებს მიღმა სხვა სპექტაკლია
და სხვანაირი აქვს ანტრაქტები...
(მაინც ასეთი უფრო მიყვარხარ,
სხვანაირ ფიქრით განაწამები!)
სპექტაკლებს მიღმა სხვა სპექტაკლია
და სხვანაირი აქვს ანტრაქტები,
მაღალმა ლოჟამ ვერშეამჩნია
რამ შეაშინა დაბლა პარტერი.
ვიღაც წაიქცა მთვარეულ გზაზე
და ღამემ ხელი შემოაშველა,
თავი მოუკლავს ფარვანას ჭაღზე,
სცენამ წაიღო ფრთები ფარდებად.
ორკესტრი ვალსებს ჩუმად იხსენებს
გულში წარსულის მეჯლისებს მართავს,
აღარ ითხოვენ გასვლას ბისებზე,
დაესიზმრება ფარვანა ფარდას.
სპექტაკლებს მიღმა სხვა სპექტაკლია
და სხვანაირი აქვს ანტრაქტები...
(მაინც ასეთი უფრო მიყვარხარ,
სხვანაირ ფიქრით განაწამები!)
Laravel
კომენტარი
0