შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

Სიტყვებიდან ამოსულ პურს

* * *

სიტყვებიდან ამოსულ პურს
ზოგჯერ ზამთრის სუნი აქვს.
მსუსხავი არა,
მხოლოდ თოვლის...
თოვლივით მსუბუქი სიმძიმის
და ყველა გადამფრენი სიზმრის,
შემთხვევით რომ თვალებში დაგვრჩნენ
წაუკითხავ სუბტიტრებად
და მაინც გაფრინდნენ
კადრებივით სწრაფად და მწყობრად,
აი იმ თოვლის მოსაყვანად,
აი იმ თოვლის მოსაყოლად,
ფიფქებით რომ უნდა ითქვას
და სიტყვებში რომ უნდა ჩადნეს
სიცხადის დასაპურებლად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →