შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ტრაგედო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ტრაგედო
(თვითონ გონდოლიერები სამსახურში ტრაგედოს დაჰყავს)

აბა, აქ რაღა მოსაყოლია,
ბოძზე მიბმული მოსჩანს ტრაგედო.
მდინარის რხევამ აიყოლია,
შექმნილი სხვათა მოამაგედო…

ადგილობრივთა - სხვა არის ყოფა,
სხვა - ტურისტები რასაც ხედავენ,
უცხოსთან წრფელად რა გაიყოფა!
ნაკვნესი ხეთა - რჩებათ ხეთავე!

როგორ ბნელდება დასალიერი,
დროა, სამტრედეს - მტრედმაც იძინოს,
როგორ დაგეძებს გონდოლიერი,
სად მოგიძიოს, სიმწრით იცინოს?

გიამბო მთვარემ, ბედად რა გედო?
ტრაგედიაა ყოფა - ტრაგედო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →