ჩანაწერი
Laravel
ხელშესახები
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ხელშესახები
არც ტაძარია - ღმერთი, არცა ადგილი რამე,
თუნდაც მლოცველმა გულით - ყოფა მთლად გაიხრამე!
უხილავია ღმერთი, ის არ უხილავს მოსეს -
- ღვთის ანგელოზის ნათლით ნამოსი - ნიღბით მოსეს.
მამა - იხილა მხოლოდ იესომ. მასთან სუფევს.
ერს რომ მეოხად ჰყავის, სულში მალამოს უფევს.
კათალიკოსი მოკვდა და შენკენ მოიხარის!
ღვთის მირონცხებულს(!) დასდის ცრემლები მგლოვიარის,
ერისთვის - რა არ სცადა, ერს ბევრიც არგო მართლა,
მაგრამ არ ნიშნავს, ვიწყოთ მისით ჟამთასვლის ათვლა.
მასაც შეუნდე, ბევრი მასაც შეშლია - მოკვდავს,
მთავარი ამასოფლის სდევდა, რეკდა და როკდა.
ჩვენც გვაპატიე, - ჭირში გადამეტება ვიცით,
ციურს ვერ გწვდებით რაკი, მიწიერს ვეკვრით ფიცით.
გლოვაა ერში დიდი, ტირილი ზედ დაგვერთო,
სჭირდება მოკვდავს, თვალწინ - ხელშესახები, ღმერთო!
გულო, გეყოფა გლოვა, დადექ და დამიოკდი!
ღმერთო, შენს რჩეულს - მოკვდავს,
დავტირით, თითქოს მოკვდი!

კომენტარი
0