შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მეგობარს (შექსპირული სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მეგობარს

(შექსპირული სონეტი -ვინც მიცნობს, იმწამსვე მიხვდება, ვისზეა, ვინც არა - ცნობისმოყვარეობის საღერღელი უნდა აეშალოს და ცოდოა.)


როცა შენს სურათს სხვის კედელზე გადავაწყდები,
მე - ცრემლი მდის და შენ - იღიმი, აწ გარდაცვლილი.
შენი წიგნების მაგონდება დამცვდარი ყდები,
სულ კამათები, გაბუტვის დღე, მის გარდა - წვლილი.

გული მომთხარე. დამრჩა ორმო - შენი ნათხარი.
უმეგობრობა - ეს ყოფილა - კენტად რებაო…
სხვის გაკილვაში სხვათა ამყოლს, გახსოვს? - მითხარი:
,,მე - შენგან მიკვირს, გოგო, შენ არ გეკადრებაო!”

სხვაფრივ უთქმელმა - დამაღონე რარიგად, მწარედ.
იმ ნათქვამს სჯობდა, ენა პირში სულ არ მდებოდა,
მე - შერცხვენილმა სიმწრისაგან ვერა ვაწამე.
თავსამართლებლად არ ვიცოდი, რა მომებოდა!

ესეც - აღმართი, შენი ეზო - ძველთბილისური…
გაზაფხულია. ნედლი ოფლის დგას თბილი სუნი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →