შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფლამინგოები

ნინო დარბაისელი

ფლამინგოები

მარჯნისფერ ტანზე მზე ეფინებათ,
ირგვლივ ბალახი ხარობს ბიბინა.
არ ახსოვთ ფრენა, რომც დართო ნება,
მათ ზოოპარკში დაუდეს ბინა.

კისრები - როგორც ნედლი წკეპლები,
კანჭები - გრძელი, ნისკარტი - შავი,
დაფრიალებენ როგორც პეპლები
და არაფერი - მოუხეშავი.

მშვიდად ცურვისას გარედან ისე
მოსჩანან, გული წყნარდება მფრთხალი,
წყალქვეშ კი ამ დროს გააქვთ გნიასი,
ფალანგის კვრა და ცურვა-ფართხალი.

საქართველოში - გაორებული
საცოდავია ქალი-მგოსანი.
წელზემოთ მშვიდი, წელქვეშ - ვნებული,
არის ამქვეყნად ფლამინგოსავით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →