ჩანაწერი
Laravel
კალია
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კალია
ყანა სიმძიმისგან სულ ძირს დახრილია და მოსამკალია,
ნეტა მას, ნეტარად ვინც ხანი გალია,
საღამო მალია, ტრფობა - ნამალია,
მთელი მხურვალება თავზე დაგალია,
მიუშვი, რად გინდა კლიტე და გალია!
თუ არ დაგვირგვინდა,
ვნება ამაოა,
წრე არა, რკალია.
რკალია,
რკალია,
ბასრი ნამგალია,
ნალესი.
ო, უალერსობით ტანმონაკალია,
თხელი,
სიფრიფანა
ასე კანჭმაღალი,
მარად მოუღლელი,
მაღლა ახტება და ნათიბში გასხლტება
ის - მინდვრის კალია,
კალია - ქალია,
ქალია - კალია,
კალია!
2022
ნინო დარბაისელი
კალია
ყანა სიმძიმისგან სულ ძირს დახრილია და მოსამკალია,
ნეტა მას, ნეტარად ვინც ხანი გალია,
საღამო მალია, ტრფობა - ნამალია,
მთელი მხურვალება თავზე დაგალია,
მიუშვი, რად გინდა კლიტე და გალია!
თუ არ დაგვირგვინდა,
ვნება ამაოა,
წრე არა, რკალია.
რკალია,
რკალია,
ბასრი ნამგალია,
ნალესი.
ო, უალერსობით ტანმონაკალია,
თხელი,
სიფრიფანა
ასე კანჭმაღალი,
მარად მოუღლელი,
მაღლა ახტება და ნათიბში გასხლტება
ის - მინდვრის კალია,
კალია - ქალია,
ქალია - კალია,
კალია!
2022
Laravel
კომენტარი
0