შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ძველი დღიური (შექსპირული სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ძველი დღიური
(შექსპირული სონეტი)

როდესაც ხდებოდა ცხოვრება ტყიური,
და როცა არ სჩანდა რამ გამოსავალი,
ბალიშქვეშ მელოდი შენ - ჩემი დღიური
და ადვილდებოდა შენ გამო სავალი.

მუნჯ მსმენელს - განდობით - ყველაფერს განდობდი,
მაგრამ მე მიყვარდა სულ მინიშნებანი,
ჩვენ ორმა ვიცოდით, ვის - ვძმობდი, ვის - ვდობდი,
ვინ მსურდა, მქაჩავდა ვისკენ - რა ვნებანი.

სხვამდე? - ვერ აღწევდს ჩემი აღსარება,
გქონდა შინაარსი შენ აბდაუბდური,
ისეთი, უცხოს რომ ისიც ეზარება,
მიხვდეს, დღეს ემდური, თუ ხარ უბედური.

სადა ხარ შენ - ჩემი მსმენელი დამყოლი?
დღიურო, ჯერ კიდევ დამრჩა მოსაყოლი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →