ჩანაწერი
Laravel
სერბული. პაციფისტური
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სერბული. პაციფისტური
დამთავრდა ომი,
ისმის დაფი და ნაღარები.
დაბრუნდებიან დაშინებული ბეღურები,
ფლეიტის ხმაზე ამღერდებიან ოქროსფერი მოლაღურები.
პოლიტიკოსი - პოლიტიკოსს ეღურღურება
და დაეძებენ გამორჩენას ფულის ღორები.
დამთავრდა ომი,
მორჩა მთელი დემაგოგია
და შვილის საფლავს ეძებს ღარიბი -
“ბიჭო, გოგია, სადა ხარო, ბიჭო გოგია?”
შუბლზე - ღარები,
სადღაც, ჯიბეში - სიგარეტის ალბათ ღერები.
რა დარჩენია?!
სულ აღარა და აღარები!
ეს ნანგრევებიც აიღება,
ძველის ადგილზე მაღალთაღება აიგება რამე ახალი,
მაგრამ სიცოცხლე?
რა ღირდა ანდა რა ეღირება? -
ეს საკითხავი გულს მახვილად დაეღერება,
ითანაღრება გული მწარედ,
ცრემლში ჩამბალა ხმა ლაღური, მოლაღეობა,
ო, ბეღურებო, მოლაღურებო,
რა მემღერება!
გამოღმა ღრეობს, თუ გადარჩა ვინმე ცოცხალი
და მიღმეთშია - ალბათ ახლა მკვდართა დღეობა,
თუმცა ვინ იცის, ჯოჯოხეთი აქ რომ ტრიალებს,
მარტო დარჩენილს უჭირს სამოთხეს - სამოთხეობა!

კომენტარი
0