ჩანაწერი
Laravel
სიზმრისეული სამდურავი ღმერთს
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სიზმრეული სამდურავი ღმერთს
(“ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი”.(ფსალმ.30:4)
(შექსპირული სონეტი)
სამოთხისკენ - გზები - ჯოჯოხეთურია,
ჯოჯოხეთში?! - მიდის ტრასა მთლად ტკიცინა,
- ასე ამბობს, ვისაც მერე მხნედ უვლია,
ამ სოფლად კი გულით ვერც რომ გაიცინა.
მე?! - არ ვიცი, მართლა, სად სჯობს სიარული,
გზათა სიადვილე თუ სიძნელე სვლისა,
ვინ მიფრინავს და ვინ - კვნესის დაისრული,
ტალახს გატოპავს და ტანსაც გაისვრისა.
პასუხს ვეძებ, ღმერთო, რად მოაწყვე ასე
ეს სამყარო მთელი, დავაშავეთ რამე?
პასუხს რად გვთხოვ ძველზე, სხვაზე, აწ - ევაზე,
ან კაენის რად ვზღოთ შენთან სითამამე?
რა მძიმეა სული, ხორცით როცა ვკვდებით!
სჯობს, არ გვქონდეს კლდეო, რად გელოდოთ კდემით!

კომენტარი
0