შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მარტის ფსალმუნი - შექსპირული სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მარტის ფსალმუნი - შექსპირული სონეტი

(“ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო”. (ფს. 6:6)

აპრილამდე გზაა დიდი,
ჯერ ავდართა რიგი მოდის.
მთელ ქვეყანას მოვივლიდი,
გახსოვს ის დრო? (იყო როდის?)

თოვს. თოვაა ყვავილების
- მარტის ქართა მინაქარი!
ამ ქარს ყინვა ჰყვა, ვილევი -
- სულ დალეწეს მინანქარი!

ამოძრავდნენ სხეულები
და გრძნობებიც, (აბა, მალე!).
საბანშემოხვეულები?!
- შეერთვიან ყოფას მალე.

გაგონდება ის ფსალმუნი? - “სარეცელის ცრემლით ლტობა”.
ესეც - მარტი, ესეც - ჩემი მარტოობა და მარტობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →