შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საფლავთა გადია (შექსპირული სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

საფლავთა გადია

(შექსპირული სონეტი - abab cdcd efef gg)


წყნარი საათის დროს თუ მოვა გადია,
თავს იმძინარებენ ფხიზელი ბავშვები.
მანამდე ცელქობენ, არც სძინავთ, ცხადია,
მხეცობენ, გიჟობენ იქ ვნებააშვებით.

აქ - სასაფლაოზე ჩვენს დროს - სიჩუმეა.
ჩვენს მოსატყუებლად წყნარობენ სულები,
ქვები - დამტვერილა, ჰაერიც - მრუმეა.
ჩვენს წასვლას ელიან აქ გასუსულები.

არ გესმით, სულთა და სხეულთა ხმაური?
სიზმარშიც არ გესმით, აქ რა გნიასია?
რაო? - გარინდება?! - სულ აურზაური!
ეს - ყველა - ერთად რომ ცოცხლებს მიასია!

და ვინმეს სიკვდილის ამბავი ცინცხალი,
გაკვირვებს - “ ეს დღემდე ყოფილა ცოცხალი!”
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →