შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კარნავალური. გულიაში - ვენეციაში

ნინო დარბაისელი

კარნავალური. გულიაში - ვენეციაში

რაც რიოშია, იფანტება რიარიაში,
რამდენი საქმე, საკეთები, მერე, სიაში…

- ნიღაბი გინდა,
რამე წმინდა?
საკუთარ თავად ყოფნა უკვე ასე მოგწყინდა?
რა პრობლემაა,
აქაც არის - პიცარიაში!

- ო, რესტორანი - აქ - რუსული?
ყოფა წარსული,
მხიარულებაც წრეგადასული,
კედლებზე - უცხო ფიგურები ეროტიული, ფრესკო?
გუაში?
თან - გულიაში?!
ჩვენ - სხვათა ბაკხანალიაში - იმ ორგიაში…
და წყვილი ჩრდილი გუბეებში, მე - იღლიაში.

- რა, დამაკენტე?! არც ისე ბნელა.
ფესტინა ლენტე,
ფესტინა ლენტე !
(ვიჩქაროთ ნელა!)

-იცი? - ცეკვისას ასე მითხრა იმ კარღიაში,
ძვლები გტკივაო, იქნებაო ალბათ ხრიაში.
ეს სიცხეც აღარ მივარდება.
მომიწევს გდება!
და შენ მოგიწევს აქ გაძლება - ფრუსტრაციაში,
ხედავ?!-
- ჯანმრთელი ადამიანი, ვინც მამაცია,
სნეული - ასე ზარმაცია!
ვენეციაში შემაცია,
ვენეციაში!

ეს სახადია - ვენეციური ციებ-ცხელება,
მაინც რა იყო, კარნავალური ის ექსტაზი და გახელება! -
სამოთხეული ლეღვს ნაყოფი იმ ერთხელ ება!
(მომკლავს წვიმაში დასველება, მერე - ხველება)
ან ის უცნობი, ნიღბიანი, ძლიერხელება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →