შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რომაულები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

რომაულები

(შექსპირული სონეტი abab cdcd efef gg)


მემკვიდრეობის გაყოფისას შეიცნობ და- ძმას.
მეგობარს - მაშინ, როცა ჭირი კარს მოგადგება.
მეუღლეს - როცა დაშორდები - არც შენ და არც მას
და ჯანმრთელობას - თუ მოგიწევს სნეულად გდება.

შვილების რა ვთქვათ? - მოხუცება აგიხელს თვალებს,
ნახავ, თუ ხშირად გკითხულობენ, ზრუნავენ ისევ,
თუ გაკმარებენ სიტყვებს, შორით შემონათვალებს.
ასეა ყველა - გულის დარდებს ნუკი დაისევ.

მშობლის - ფასს იგებ, როცა ქვეყნად არ გეგულება.
ჭერის ფასს - როცა აღარა გაქვს ამქვეყნად ბინა.
უსამშობლოოს - გინათდება გვიან გუნება.
ფასი თავისა - ნეტა არც კი გაგაგებინა!

ახალგაზრდობა - გაილევა, უცებ ბერდები
და კვდები - თითქოს იბადები, ბედნიერდები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →