შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

კორონა - ნიღაბი

#ლექსები

ძველია და ახლიდან ვდებ, რადგან არ ზიარდება. ის განწყობები გამახსენა, დედაია, რა გამწარებული ვყოფილვარ!

ნინო დარბაისელი

კორონა - ნიღაბი

გვაკლია პური,
წამალი,
ფული,
სამსახურებიც - ძალზე გვაკლია,
რაც არ გვაკლია, არის ნიღაბი,
ნაძირალა თუ ერის ნაღები,
ნიღბიანია!
ნიღაბი - ღობე?

ნიღბიდან არ ჩანს პირის დაღება,
არცა ქვითინი - პირის მოღებით…
.
ვინც მწვანე - წითლად გადაგვიღება,
ვინაც საზღვრები გადაგვიღობა,
მუქთად გასცაო ეს “ყურადღება”?!
სადაც კი მივა, კარი ეღება,
არსად სჭირდება მას გასაღები,
შესციცინებენ ყველგან - საღები,
ვაქცინა? - უხვად გასასაღები.
უყვარს მოგების ფულად აღება!

კახური ჭაჭით ჩვენ ვართ ლაღები:

-მაშ, გაუმარჯოს
ნიღაბს ბუნებრივს,
ნიღაბს გამოცდილს,
ნიღაბი - არის ერის დუღაბი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →