შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულური (ციკლიდან - ეტიუდები)

#ეტიუდები

(მეოცე საუკ დასაწყ. რუსული ქალური პოეზიის სტილში, ოღონდ ზუსტი რითმებით “ქართულებული”)

ნდს

გაზაფხულური

მე შენზე არასოდეს ვფიქრობ,
საერთოდ დამავიწყდი რახანია.
გგონია, მომენატრე, მოვედი იქ რომ,
ან მუჭში მეჭირა რახან ია?
ვღონდები?!
ბლონდები?!
რა - ბონდები?!
მე შენზე არასოდეს ვფიქრობ,
საერთოდ, აღარც მაგონდები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →