შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რაული

ხედავთ?!- ეს ცხოვრება რა უცნაურია,
თავში რა უჭირდა, ბოლოს აურია,
ირგვლივ შიშია და ირგვლივ ხმაურია,
აურზაურია,
აურზაურია,
ომში სუყველაფრის ფასი - შაურია,
გარდა გადარჩენის,
ცოცხლებში დარჩენის,

ღმერთო, არიდება მწარე განაჩენის
გვინდა შემოგვედროთ სხვისის, განა ჩვენის
თვალმა ამ სიტყვებში ცრემლი გაურია.
იხსენ იქაური თუ აქაურია,
ღმერთო, შენ იხსენი მთელი უკრაინა,
ან შენ, დედამიწავ
როდემდე დამიცავ
ჩემთვის უკრაინა -
ჩემი მეგობარი
უკრაინელებში - ყველაზე ქართველი
ბატონი რაულია!
ჩვენს მტერს მოეკითხოს,
რაც ცეცხლი უნახავს
ანდა რა სიცივე,
ძაღლით რა უვლია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →