შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გემის პრიმიტივი (ვარიაცია შექსპირული სონეტის თემაზე)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

გემის პრიმიტივი
(ვარიაცია შექსპირული სონეტის თემაზე)

მეზღვაურები გაქრნენ,
ცარიელია კაფე.
დავწვავ მოძღვნილებს აქვე,
მქონდეს აუტოდაფე!

გადასატანი როცა
გადავიტანე უკვე,
აღარ მსურს შენთვის ლოცვა,
ახლა სხვა ღმერთებს ვუკმევ.

თვალს ეფარება გემი.
გაიმეორე ისევ?
ალბათ გემბანზე დგები,
წახვედი მორეისევ?!

ქარმა დაბერა შორით. მზეც დაიწვერა, ცივა.
ეს გული დავიხშო რით, მეც ვითომ - მამაცი ვარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →