შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თვითმკვლელებისთვის

#ლექსები

ნინო დარბაისელი

თვითმკვლელებისთვის
(შექსპირული სონეტი)

მან გადაწყვიტა წერტილის დასმა.
იყო თვითმკვლელი.
როგორც ათასმა, ათიათასმა
ცხოვრება მთელი

იხილა, როგორც ბოროტება,
აუტანელი.
თქვა:- ყველაფერი ბოლოვდება -
კვდომაა - ნელი.

სისწრაფე გიჯობს, როდესაც შველას
არსაით ელი,
ემშვიდობები ყველაფერს ყველას,
კანკალებს ხელი.

ქრები - ჩამდენი საქმისა დიდის?!
- ცხოვრება მიდის!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →