ჩანაწერი
Laravel
დოლი მთაში
#ლექსები
ნინო დარბაისელი
დოლი მთაში
(შექსპირული სონეტი - ABAB CDCD EFEF GG)
გახსოვს კაცი, სიყვარულზე მბჭობი?
სკვერში მჯდომის ხმამაღალი ფიქრი:
არ გაწყდება ქვეყანად მჯობის-მჯობი,
თავდაღმართში შენც - თავდაღმა მიჰქრი!
კიდევ კარგი, რომ სიბრიყვით ვიწყებთ.
სცადე, ბოლოს სიბრძნეს დაემალე!
დავიწყება ელის დასავიწყებს,
უბრიყვოდ კი - გავწყდებოდით მალე.
გაზაფხულზე, გახსოვს?- დილა-სისხამს
მთა-მთა წყვილად ჩვენი ხეტიალი,
ბევრჯერ ვნახეთ, კვირტს რომ მაინც ისხამს
ნამეხარი, შავი ხე-ტიალი.
ცხვრის ბღავილი? ცა - ნავალი? დოლი?
დღეს?! - ენისქვეშ - გიდევს - ვალიდოლი.
- - - - - -
აი, მოცლილი კაცისა და მახათის ამბავი ხომ იცით, არა!
მოწყენილი ვიყავი, დაღლილი. რა ვქნა, რა ვქნა, დაძინება ადრეა- მეთქი. ვიპოვე ინფორმაცია და შექსპირული სონეტის რიტმულ სქემაზე ავაგე.
https://rustavi2.ge/ka/news/340833
ნინო დარბაისელი
დოლი მთაში
(შექსპირული სონეტი - ABAB CDCD EFEF GG)
გახსოვს კაცი, სიყვარულზე მბჭობი?
სკვერში მჯდომის ხმამაღალი ფიქრი:
არ გაწყდება ქვეყანად მჯობის-მჯობი,
თავდაღმართში შენც - თავდაღმა მიჰქრი!
კიდევ კარგი, რომ სიბრიყვით ვიწყებთ.
სცადე, ბოლოს სიბრძნეს დაემალე!
დავიწყება ელის დასავიწყებს,
უბრიყვოდ კი - გავწყდებოდით მალე.
გაზაფხულზე, გახსოვს?- დილა-სისხამს
მთა-მთა წყვილად ჩვენი ხეტიალი,
ბევრჯერ ვნახეთ, კვირტს რომ მაინც ისხამს
ნამეხარი, შავი ხე-ტიალი.
ცხვრის ბღავილი? ცა - ნავალი? დოლი?
დღეს?! - ენისქვეშ - გიდევს - ვალიდოლი.
- - - - - -
აი, მოცლილი კაცისა და მახათის ამბავი ხომ იცით, არა!
მოწყენილი ვიყავი, დაღლილი. რა ვქნა, რა ვქნა, დაძინება ადრეა- მეთქი. ვიპოვე ინფორმაცია და შექსპირული სონეტის რიტმულ სქემაზე ავაგე.
https://rustavi2.ge/ka/news/340833
Laravel
კომენტარი
0