შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მინი პოეზია - დრო, თოვს, პასუხი,

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დრო

შემომაღამდი დღევ დღევანდელო -
- ხვალევ - ჩემი გუშინდელისა!

თოვს

გვემსუბუქება სხვისი ტკივილი.
სინამდვილეში ყველა ფიფქი მძიმედ ეცემა.

პასუხი

ცხოვრების აზრი?! -
წერია ფურცლის მესამე გვერდზე.

#ლექსები

ვაიმეეე!
რა გამახსენა!!!! -
- ჩემი მინი- ლექსებიდან:

ნინო დარბაისელი

ხმა ჩასახვამდე

ფრთხილად, სიცოცხლე -
სასიკვდილოაააააააა!

ძველ სიყვარულზე

მკვდარ იადონს და
დამჭკნარ იას,
ჩანჩქერიც ასხა -
- გააცოცხლებ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →