შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიზმრების წიგნიდან - მახინჯები

#ლექსები
ნინო დარბაისელი

სიზმრის წიგნიდან - მახინჯები
(“ვინც ჩვენ არა გვგავს- მახინჯია”- ნინოლო მაკიაველი)

(სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE).

ზოგი სიზმარია - სულ გადაგრევს!
წუხელ დამესიზმრნენ მახინჯები.
რაღაცას განვიცდიდი, შიშთან ნარევს,
ახლა რად ვიხსენებ, რად ვირჯები?

მეტყვით, ხალხიაო ნატანჯები,
შენ - არ შეგფერისო ეგეთები,
იცოდე, სულ ტყუილად იხარჯები,
საწყალს მტერივით თუ ეკვეთები.

რა არ მოგეწონა? რა - ნაკვთები?
იქნება ბუნებით - კეთილია.
ან გაღვიძებულზე რაღად კრთები?
ეს ცხადი ხომ გამოკვეთილია.

“სიზმრად თუ მახინჯი სახე ნახო,
ცხადში - არ აგცდება სავაგლახო!”
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →