შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ორი დათო

ნინო დარბაისელი

ორი დათო


ეს სურათი ”კედელზე”
მეგობარმა დადო,
“რაღაც გადარჩენილაო სადღაც, ჩვენ ბედადო”,
მერამდენე მეკითხება,
დათო,
დათო,
დათო,
“ რა კარგები იყავითო, რა მოგივიდათო?“
რა გაგვიხდა ცხოვრება!
რა და - გამათხოვრება,
ტკივილზე ღადაობა -
- აი, მისი რაობა!
ეს რამდენი ტალანტი ჩაკლა და დააობა!
უნაყოფო გამოდგა დავაა თუ დაობა.
სამშობლოში მზიურში სურათია მარადი:
ყველგან, კარით-კარამდი
მიჰყავთ ბრიყვებს “პარადი”,
“კარტ ბლანში” აქვთ მუდმივი
მათ მეგობრებს პირადებს
და პოეტი პირისპირ რით შეებას პირატებს?
ვინ დაინდობს პოეტებს,
უცხოდ გარე-გარეთებს,
(ან სხვას ვის დაარეტებს
ეს - საქვეყნოდ მოჭრილი
თავებით ბურთაობა!)
ვინღა დავრჩით!
ვიფიქრებ, მომაწვება ნაღველი...
თაო ჩემო, როდემდი?
რაა ეს უთაობა?
ცოცხლად ჩაიმარხები,
თუკი ვერსად წახველი,
ვართ წარღვნების მნახველი,
შეგვრჩა ერთი სახელი:
დაღუპული თაობა,
დაკარგული თაობა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →