შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნატირალი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნატირალი

(სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE - ავალიანის დედას).

მოკვდი მკვლელო, შე სიკვდილზე დაგეშილო!
შვილო, გბანე ჩემი ცრემლის მდინარეში,
არრა გჭირდა საწყურვილო-საშიმშილო,
რად გამიხდა ეს ცხოვრება მკვახე, მრეში.

ვის მივადგე გამწარებულ სიბერეში,
ვის კალთაში - მოქვითინემ ჩავრგო თავი?
ფეხის გულებს მივარვარებს ქვიშა- ხრეში.
სხვებისაა სამართალი - სამართავი!

ვეხეტები, არად მინდა მოსართავი,
ძაძა მმოსავს, შავი გახდა ფერი ჩემი,
შინ იჯექო, ნახე საკერ-დასართავი -
ვინ არ მითხრა, მაგრამ გულით ვეურჩები.

მე საწოლი ვით ვიგუო, ვგდივარ ხაროს.
შენმა მკვლელმა ვეღარასდროს გაიხაროს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →