ჩანაწერი
Laravel
კარაკასი
ნინო დარბაისელი
კარაკასი
(სპენსერული სონეტი - ABAB BCBC CDCD EE).
- ასე კარგს მართლა მე გიყვარვარ, მე - არამზადა?
სხვის გასაგონად შემეკითხე მაშინ ყასიდად.
უცებ გავწითლდი, სიტყვა მქონდა მე - არა მზადა.
შემომცქეროდა შენიანთა მთელი დასი და
ხმაც ვერ დავძარი, უთქმელობით გული გასივდა.
რა უნდა მეთქვა? - ნამდვილს მარტო მე რომ გხედავდი?!
რომ ჩემს ფიქრებში სულ სხვაგვარი გედო ფასი და
ვერ დაგიყვანდი მეც ფასადურ, მარტივ ხედამდი -
წარმოსახვათა ჩემთა რაღაც, მეოთხედამდი!
ვარ არეული, როგორც შორი კარაკასი და
სიცილ-ტირილად გულში ნეტა რა სითხე დამდის,
რა კოშკი ვაგე, ან რად ვაგე, რა კარკასიდან?
რა ადვილია სიყვარულის წარმოსახვა და
თურმე ძნელია, რეალურად გჭირდეს სახადად.

კომენტარი
0