შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბავშვები (შექსპირული სონეტი)

ნინო დარბაისელი

ბავშვები (შექსპირული სონეტი)

გაგლეჯილი მაქვს გული ცოდვით ივერიისა,
ნუ მეკითხებით, როგორა ვარ, ანდა რას ვშვრები?!
ვინ - რა მოიგო, გულუბრყვილობით - ვინ გაისრისა.
ეწირებიან უკეთურთა მიზნებს ბავშვები!

თავის მიზნისთვის ვინც იყენებს სხვათა იარებს,
სხვის ტრაგედიას აცხრება და თავს იპიარებს,
თითს სხვისკენ იშვერს, რეალობას არ აღიარებს,
მაღლა - ღმერთი და ძირს - ისტორია გაატიალებს!

რამდენი დედა იარება, ჩაცმული შავში,
რამდენი მამა უბედური გმინავს ეული,
იყო და უკვე აღარ არის ამქვეყნად ბავშვი,
ოჯახი იყო, დღეს - ჭერია ჩამოქცეული.

ღმერთო, შვილებზე სიკვდილია დღეს დაგეშილი,
გემუდარები, ყველა დედას უცოცხლე შვილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →