შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პარადოქსები - (პეტრარკული სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

პარადოქსები

(პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE )

რა ვიცოდი, შვილები თურმე მშობლებს აჩენენ.
დედა არის სიკვდილის, როგორც შვილის გამჩენი,
სულ ტყუილი ყოფილა თურმე სხვა - დანარჩენი.
თავი კერძი - სხვისია, ჩვენ ვჭამთ სიბრძნის ნარჩენებს.

ან ვის რაში არგია, ან სხვისებს და ან ჩვენებს.
ყველას უჭირს თავისი, ოჯახი ჰყავს სარჩენი,
ყველას მოსახდელი აქვს ცხოვრების განაჩენი.
ზოგი ისე დაგლოცავს - იმ ლოცვით შეაგაჩვენებს.

ვიდრე არ დაგაბრმავეს, სიმართლე ვინ გაჩვენა?
თუ წყურვილით იხრჩობი, ცოცხლად რა გადაგარჩენს!
მთლიანად გამოცალა? მოიპარა? - დოქშია!

ხედავ? - გიშვებ, რადგანაც მინდა შენი დარჩენა.
(ალბათ შემომაშველებ პარადოქსებს დანარჩენს).
ყველა კარგი ლექსი ხომ არსით - პარადოქსია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →