შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვნახულობ მეგობრის სიზმარს

ეს - პეტრარკული სონეტი “ისე, რა” გამიმივიდა. ვითომ რიტმული სიხალისის შეტანა მოვიწადინე და არ გაამართლა. მეგობრისთვის მინდოდა მიმეძღვნა, მაგრამ ასეთისა - არ ღირს, სხვა დროს ვუძღვნი რამეს.
წარუმატებელ ეტიუდად ჩავთვალოთ.
მაინც ნამუშევარია.
თუ არ დაგეზარებათ, მოიცლით და წაიკითხავთ, მადლიერი დაგრჩებით.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვნახულობ მეგობრის სიზმარს
(ციკლიდან - ეტიუდები)

(პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE )

კლასიკური მუსიკა, დეპრესია, ვალები
გდევენ მთელი ცხოვრება, არ გაძლევენ გზას.
შენ ვინ შემოგაგებებს პალმასა თუ ბზას,
ათასგვარი ლანდები დაგდევენ ფრთამალები.

ამაოა წვალება, ვერსად დაემალები.
გაძალებენ ფიალას - შხამით სავსეს, მზას,
მიჰყვებიან განაჩენს - ციურს, იმ არზას.
ეძებ სულის სიმშვიდეს მათით განაწვალები.

ვხედავ შავ-ბნელ როიალს, ყელგრძელ ვიოლინოს და
წყალქვეშეთის არფას და გულკენტ საქსოფონს -
დირიჟორის აქნეულს - შენს უცქერენ ხელს,
დაძაბულა პარტერი, კუბო-პიანინოსთან
მოწყენილი - დროს ითვლის, როდის გავა ფონს…
ვხედავ სიზმარს მეგობრის - ადრე განამხელს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →