შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მონსტრი

#ლექსები
ნინო დარბაისელი
მონსტრი

(შექსპირული სონეტი)

ჯერ არ შობილა ამა ქვეყნად ადამიანი,
რომ ანგელოზთან ერთად, გულში მონსტრიც არ ჰყავდეს.
უსასოოდაც რომ მოსჩანდეს თვალნამიანი,
იმისთვის ლუკმას არ მარხავდეს, არ ინახავდეს.

მონსტრო-მონსტრიკო, დაიძინე, აჰა - მალამო,
აქვე, კუთხეში მიკუნჭულო, დარჩი მაგხელა!
ხომ გითხრა გულმა, შენგან, იცი, არას ვმალავო,
ისედაც ხედავ, რად გინდაო რამის გამხელა.

ნუ გამიღვიძებთ! როგორ ვცდილობ, ვიყო კეთილი,
ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ ცდაზე - დაბლა ვეცემი.
თუ არ გამომდის, სასწავლია ის გაკვეთილი.
თქვენს მონსტრს მიხედეთ, მოსავლელად მყოფნის მე - ჩემი!

ვარ გამარჯვება-დამარცხების ბევრის მომსწრები,
როცა იბრძვიან ერთმანეთში ჩვენი მონსტრები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →