ჩანაწერი
Laravel
ქცა
ქცა
(მასზეა, ოღონდ ტირილს არა ვართ!)
მას ცხოვრებაში მხარი აექცა:
ფულის ტომარა უცებ წაექცა
და მთელი ჭერიც თავზე დაექცა,
ინერვიულა - წონა გაექცა,
წონა გაექცა - ცოლიც გაექცა,
ცოლი გაექცა - ცუდად მოექცა,
ცუდად მოექცა - არ შემოექცა,
არ შემოექცა - სისხლი ჩაექცა,
სისხლი ჩაექცა - ღრანჭი მოექცა,
ღრანჭი მოექცა - ვერას შეექცა,
ვერას შეექცა - ზედ გადაექცა,
ზედ გადაექცა - წვალებად ექცა.
სადაც გაიქცა - ყველგან წაიქცა,
ყველგან წაიქცა - სულმთლად დაიქცა,
სუმთლად დაიქცა - სხვად გადაიქცა,
სხვად გადაიქცა - ცა ჩამოიქცა,
ცა ჩამოიქცა და იმა ქვეყნად ასე მიიქცა!
(მასზეა, ოღონდ ტირილს არა ვართ!)
მას ცხოვრებაში მხარი აექცა:
ფულის ტომარა უცებ წაექცა
და მთელი ჭერიც თავზე დაექცა,
ინერვიულა - წონა გაექცა,
წონა გაექცა - ცოლიც გაექცა,
ცოლი გაექცა - ცუდად მოექცა,
ცუდად მოექცა - არ შემოექცა,
არ შემოექცა - სისხლი ჩაექცა,
სისხლი ჩაექცა - ღრანჭი მოექცა,
ღრანჭი მოექცა - ვერას შეექცა,
ვერას შეექცა - ზედ გადაექცა,
ზედ გადაექცა - წვალებად ექცა.
სადაც გაიქცა - ყველგან წაიქცა,
ყველგან წაიქცა - სულმთლად დაიქცა,
სუმთლად დაიქცა - სხვად გადაიქცა,
სხვად გადაიქცა - ცა ჩამოიქცა,
ცა ჩამოიქცა და იმა ქვეყნად ასე მიიქცა!
Laravel
კომენტარი
0