შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დატბორილია ვენეცია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დატბორილია ვენეცია

(პეტრარკული სონეტი - ABBAABBA CDECDE)

წელს დაიტბორა ვენეცია, ისე ციოდა,
ლამის იყო და, ჩაიშალა კარნავალები,
კაფე-რესტორნებს დაედება ყველას ვალები.
- ამ მაგიდებში თან რა ძვირი მივეციო და,
ვრჩები უფულოდ, ასე, მე უკომერციოდა,
კლიენტი - არ ჩანს, ამ წვიმაში რას ვეწვალები.
წყვილებს ველოდი, არა ჩანან აღარც ცალები.
- ერთი რესტორნის მეპატრონე ასე ჩიოდა.

ადამიანმა როგორ გასძლოს უსმელ-უსმელად,
რიგია, კუთხის ფარდულებმა ხალხი ისია.
დასაჯდომს - არა საჭმელს ეძებს, განა არ შია!
შეფარებულში ზოგჯერ რას არ გაიგებს სმენა!
ხუმრობდა ვიღაც: - ვენეციისთვის - საკმარისია,
საუკუნობით წყალზე იდგა? - ახლა წყალშია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →