შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემი ჩიტი - კარდინალი

ნინო დარბაისელი

ჩემი ჩიტი - კარდინალი

დაეკიდა ნამძივები გაშეშებულ რტოებს,
ტბაც მოყინა, ყინვა წყალში სივრცეს იფართოებს.
ზამთარია, ვეფიცხები ბუხარს, სიმარტოვეს,
აღარც ვუცქერ მკვდარ ყვავილებს, ყინვით დანატორებს,
ცაა - ისე თოვლით მძიმე, იწყებს თოვლი - თოვებს,
მოედება გზებს, დაბლობებს, ბარნებს და ერდოებს.
მზე აკრიფავს როდის-როდის ამდენ განათოვებს.

ჩემი ჩიტი კარდინალი,
ტანწითელა კარდინალი
ფანჯარასთან - ცეცხლის ალი,
ადრე იყო მომღერალი,
ქრისტეს სისხლში შეღებილი
აქ სიმშვიდეს პოვებს.
აწ რაფაზე მუნჯად მჯდარი
არასოდეს მტოვებს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →