შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თებერვალი (ციკლიდან - ეტიუდები)

თებერვალი
(ციკლიდან - ეტიუდები)


ბარდნისო.
რა ბარდნა!
ეს - ანგელოზები, ცაში გაფიჩხული გუნდად ცვივიან და
კენტად ვარდებიან,
ეკალ-ბარდებიან ქალაქს ბარდებიან,
სიკვდილს ბარდებიან ისევ.

თოვლი - შელახული ფეხით და ტალახით
რაღაც, ხათრიანად ქალაქს დასდებია.
დღეა არეული,
რაღაც, ერთდროულად
თბილი და უხეში.
თუ ხეში წყალია,
რომც არ მოჟონავდეს,
ნიშნავს - ცოცხალია.

ცამდე - ნაცრისფერი და თალხი ფერია,
და კაკაფონია -
ასეთი ფონია -
ქალაქი კი არა, ნაქალაქარია;
ამ ფონზე - პირღია, წრიული მონასმით -
ხელით ნაჩქარევით
ლაქა მოყვითალო,-
- მზეა მონიშნული.

დაბლა - მომუჭული ციცქნა ლაქებია,
სილურჯე- სიწითლის
ორგვარი ნაზავი;
ღერი - მარჯნისფერი ჭიაყელებია,
დაიარებიან ძაფით შეკონილი განიერ მწვანეში,
იებია თუ ყოჩივარდებია,
მიწიდამ მოდიან?
ციდან ვარდებიან?
ცვენაა.

ადამიანები,
ადამიანები,
ადამიანები ჯერ ისევ არიან!

იები- პირველი,
ყინულზე - ნარვალი,
ყინვის საბერველი,
მწველი თებერვალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →