შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხანდახანური

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნინო დარბაისელი

ხანდახანური
- -

მოიწით აქეთ,
მოიწით აქეთ,
სიბრძნეს გასწავლით, თქვენ, მოქალაქეთ:
სადაც ვის ნახავთ, როგორც ვის ნახავთ,
აქეთ და აქეთ,
აქეთ და აქეთ!

მღვრიეზე - მღვრიემ რა თქვას გულწრფელი?
წყალი ჩაივლის, ქვიშა - დარჩება.
ვინ - მტყუანია და ვინ - მართალი,
უფალსაც უჭირს ზოგჯერ გარჩევა.

მოიწით!
იცით?- სულ ამაოა,
გინდ იყოს დინჯი, გინდა ცანცარა,
იტყვის : “ნეტა, ღმერთს არ მოეცა რა,”
უეცრად ხელი თუ მოეცარა...

ჰო, მაქებარი - უფალსაც უყვარს,
მაძაგებელი - დედასაც არა
და ამიტომაც შინა და გარეთ,
აქეთ და იქით,
იქით და აქეთ,
აქეთ და აქეთ,
აქეთ და აქეთ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →