ჩანაწერი
Laravel
გადაფრენა ქუთაისზე. თეთრი პიკე
ლნინო დარბაისელი
გადაფრენა ქუთაისზე. თეთრი პიკე
(ნ. ჩ.-ს)
აჯაჯული-დაჯაჯული,
რა ჯიშია ან რა რჯული,
ძილში ვფრენ და დავცქერ ხედებს
ადრე - უფლის დანახედებს,
გული დარდობს გატანჯული.
მშვენებაა დახარჯული.
დარი საავდრო თუ არის,
კვალიც არ ჩანს ტროტუარის!
სავალია საცალფეხო,
რომ კისერი წაიტეხო,
გზაა?!- უვიწროესია,
გულს დარდები მოესია.
ამ ქუჩებში კენტად, ჯგუფად
დადიოდა პოეზია.
შუქი?- გახდა საგრაფიკე,
საფიჩხიას სჯობსო ნიკე,
ვისღა ახსოვს სიჭაბუკე,
რბილი ჰავის სინოტივე,
ქუთათურთა “თეთრი პიკე”
ქუდიც თეთრი - “კანოტიე”!
დამურულან მაღლა ცანი.
ვერაფერიც ვერ ვიცანი
და სხვა მხარეს გავუტიე,
მაპატიე,
მაპატიე!
გადაფრენა ქუთაისზე. თეთრი პიკე
(ნ. ჩ.-ს)
აჯაჯული-დაჯაჯული,
რა ჯიშია ან რა რჯული,
ძილში ვფრენ და დავცქერ ხედებს
ადრე - უფლის დანახედებს,
გული დარდობს გატანჯული.
მშვენებაა დახარჯული.
დარი საავდრო თუ არის,
კვალიც არ ჩანს ტროტუარის!
სავალია საცალფეხო,
რომ კისერი წაიტეხო,
გზაა?!- უვიწროესია,
გულს დარდები მოესია.
ამ ქუჩებში კენტად, ჯგუფად
დადიოდა პოეზია.
შუქი?- გახდა საგრაფიკე,
საფიჩხიას სჯობსო ნიკე,
ვისღა ახსოვს სიჭაბუკე,
რბილი ჰავის სინოტივე,
ქუთათურთა “თეთრი პიკე”
ქუდიც თეთრი - “კანოტიე”!
დამურულან მაღლა ცანი.
ვერაფერიც ვერ ვიცანი
და სხვა მხარეს გავუტიე,
მაპატიე,
მაპატიე!
Laravel
კომენტარი
0