შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დასაპეპლ - დაუპეპლავნი

ნინო დარბაისელი

დასაპეპლ-დაუპეპლავნი
(ძია ფროიდს - იუმორისტული)

“ხანდახან სიგარა - უბრალოდ სიგარაა”,
ისე გამეცალა, არ ვიცი, სიქა რაა!

ხანდახან ჩიბუხი - უბრალოდ, ჩიბუხია,
ფარდას შეფარულმა - ფარდა ჩამოხია!

ხანდახან - ქვაბიც კი, - უბრალოდ, ქვაბია,
და სულ არ ანაღვლებს, ვის სად რა აბია.

ხანდახან ქალიც კი - უბრალოდ, ქალია,
საწყვილის ლოდინში ვინც ყოფა გალია.

ხანდახან კაციც კი - უბრალოდ, კაცია
და შენს თავს მოჰკითხე, თუ გაცხელ-გაცია!

ხანდახან სექსიც კი - უბრალოდ სექსია,
ზოგთან სექსს გერჩია, ძაღლები გექსია!

მამალს მოელიან - უბრალოდ, ქათმები…
მათი შემხედვარე იცინი, გათბები.

მამალი ცოტაა, დედლები - მეტია,
თავს ყველგან დაიძვრენ, (თუკი გაგეტია!)

ხანდახან ოცდება მკითხველთა ერთობა:
ეს ქალი გაგიჟდა? რა თემით ერთობა?

ხანდახან არ ვიცი, რაა მოთმინება,
სათქმელი არა მაქვს და მერითმინება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →