შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უსაშვილობა

ნინო დარბაისელი

უსაშვილობა
- - -

ამ ტურფა საბაღნაროში
ვარდებად გადაშლილები
მომრავლდნენ, სხვა არ ახარეს, შევცქერით ნირწაშლილები,
ვეღარა დაგვიჩივლია, ვის ესმის ეს ჩივილები!
ჩვენ - პრობლემები გვადარდებს, ზედა-ზედ წამოშლილები,
ჩვენ -სტრუქტურები გვაშინებს, სისტემაჩამოშლილები,
ვიცდით, ადვილი როდია...
ხოლო ისინი - მოდიან,
პოლიტიკაში მოდიან,
მამების დაგეშილები,
ფულებზე დაგეშილები,
სკამებზე დაგეშილები
და მამებს ენაცვლებიან პოლიტიკოსთა შვილები.

2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →