შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ამბავი მუჭის

ნინო დარბაისელი

ამბავი მუჭის
- - - -

სხვა - არაფერი,
ის ჩემთვის თურმე სულ ერთი მუჭა სინათლე იყო.
მუჭას გავშლიდი და
დღის ნათელში მეკარგებოდა,
მაგრამ მომუჭულს თუკი ბნელში გავშლიდი ხოლმე,
დედამიწიდან ზეცის კიდემდე მთელი წყვდიადი მინათდებოდა.

წავიდა ის და
მე - ერთი მუჭა სიბნელე დამრჩა,
წყვდიადში გავშლი - ბნელში ბნელისა - რა გამოჩნდება!
სინათლეში კი -
ბნელი უკვალოდ დაიკარგება.

ესეც - ამბავი ცოდო-მადლის,
ესეც- წასულის,
ესეც- პასუხი სიკვდილ-სიცოცხლის უპასუხო გამოცანისა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →