ჩანაწერი
Laravel
ქეძაფი
ლექსები
ნინო დარბაისელი
ქეძაფი
მე დავინახე ცაში ჟირაფი,
ტუჩის კუთხეში რომ ედგა ქაფი.
ოქრო-მზის ნათელს ხსნიდა ქეძაფი,
სხივი დაწყვიტა - ვით სუსტი ძაფი.
ავსტრალიის ზეცაზე შეწყდა სხივთა კიაფი.
ყოფას დასცქერს ჟირაფი - გაუგებარ დიაფილმს.
ღრუბლებში აქვს ყურები, ვერ ასწვდება კი ლაფი,
ხომ არ იცი, ჟირაფო, მაინც რა გაიაფდა?
- ყველაფერი - ძვირია, სიცოცხლეა - იაფი!
- - -
* ქეძაფი - იგივეა, რაც თეზაფი -
აზოტმჟავასა და მარილმჟავას შერევის შედეგად მიღებული ყვითელი სითხე, რომელშიც ოქრო იხსნება.
გადატანით იტყვიან გემონაცვალ, ამჟავებულ ღვინოზე. ამ გაგებით, ბალღამის სინონიმია.

კომენტარი
0