ჩანაწერი
Laravel
კაშხალი და კოხშინშხალი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კაშხალი და კოხშინშხალი
(ციკლიდან - ეტიუდები)
კაცის ხელი - ქალის ხალი,
სიყვარული - ნარისხალი.
დაგავიწყდა? - ხარ ის ქალი.
ბედის დანახარისხალი.
გახსოვს - ძველი ის კაშხალი
და კაშხალთან - ქარიშხალი?
არ ეკმარა ის ჩინჩხალი,
წამოვიდა კოხშინშხალი.
კაცის - ხელი, ქალის - ხალი.
სიყვარული - ნარისხალი.
— - -
* კოხშინშხალი - მინდოდა, ლექსში ,, გადამერჩინა” ეს კარგი ქართული სიტყვა.
ნიშნავს ზამთრის ქარიშხალს, თან ყინულებს რომ გაყრის, ძვალში რომ ატანს.
** ჩინჩხალი - შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა (ლ. ასათიანი. “ყაყაჩო”)
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
…ანუ ნაპერწკლები შემომაყარაო.
ჩინჩხალი - დასტურდება ალ. ჭინჭარაულის ,,ვაჟას მცირე ლექსიკონშიც” და ნიშნავს ცეცხლის ნაპერწკალს.
ჩემი ფიქრით, არაა გამორიცხული, ეტიმოლოგიურად ქარიშხალი ,, ქარჩინჩხალს” უკავშირდებოდეს, მისი ამპლიფირებული ანუ გაძლიერებული ვარიაციაა კოხშინინშხალიც (ანუ კოხ-ჩინჩხალი) სადაც კოხი - ქვას, სეტყვას ნიშნავს.

კომენტარი
0