შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ა ლა ფურშეტი

ა ლა ფურშეტი


ჩვენი ცხოვრება არის ერთი ა ლა ფურშეტი:
ვინ - ხელს ვერ აწვდენს, ვის - ეტევა ცოტა ან მეტი,
ვიღაც - სუსნაობს, რომ დაიცვას რამ ეტიკეტი,
ვიღაც - აცხრება და ეხვევა სიხარბით რეტი.

მიირთვით?- წადით, ყველასათვის კარია ღია,
წაღება? - არა! ვის ან როდის, რა წაუღია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →