შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ციხეებს ინახავს პატიმარი

#ლექსები

ნინო დარბაისელი
ციხეებს ინახავს პატიმარი

(იუმორესკა)

ნეტავი ეს ასე რატომ არი?
ციხეებს - ინახავს - პატიმარი.

ფიქრით ალბათ, ბევრიც დავაშავე?
პროკურორს?! - არჩენს - დამნაშავე.

რა ჭკუას დაუსხამს ეს ნაყოფი?
ექიმებს?! - ინახავს - ავადმყოფი.

კიდევ გავაგრძელებ ამ მინაქარს:
სნეული - ინახავს - აფთიაქარს.

ვარ სიბრძნეს გადამკვდარი, გადაკლული.
მევახშეს?! - ინახავს - ფულნაკლული.

ამდენის გამგები რად ვილევი?
მღვდელ-მოძღვარს?!- არჩენენ ცოდვილები.

სადაა სხვა სიბრძნე ამის დარი?
თურმე მესაფლავეს - არჩენს - მკვდარი.

სახელი მაინც მაცოდინა ამა საფიქრალის მომჯარავის,
არ სჯობდა პოვნა საკეთებლის, რაიმე კეთილის და არ ავის?!
ამაოდ თავი ავიტკიე, ნეტა ამ ლოგიკამ მისცა რა - ვის?
თურმე ნაკლოვანი - საჭიროა. კარგი ვის არგია?! - არც არავის!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →