ჩანაწერი
Laravel
საშობაო - აბა, რაო
ფბ-მ შემახსენა, ძველია
რა ვქნათ, ძველით შობა ვიზეიმოთ თუ ახლითო?
ძალიანაც ნუ გაიწვალებთ თავს ამაზე ჯავრით, რადგან
მაცხოვრის მიწიერი შობის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
არც წელიწადის დრო.
ეს ყველაფერი - პირობითია.
პირობითობას მისდევს ეს ლექსიც.
ნინო დარბაისელი
საშობაო - აბა, რაო!
- - -
- ქარი ქროდა, ციოდაო, ყინავდაო,
თოვლმა მიწა თეთრად მოამთაბარაო,
ღელავდაო, თურმე, ყველა სულდგმულიო...
- სასწაულის მოლოდინში, აბა, რაო!
- გარეთ ძაღლიც კი არ გაიგდებოდაო,
ცეცხლთან იჯდა, ვინაც ხნა და დაბარაო.
კეთილ პატრონს მიელტვოდა ყოველიო.
- შეყუჟულან ჭერქვეშ ერთად, აბა, რაო!
- ბეთლემს, თურმე, ქალმა მოილოგინაო,
მამა ღმერთმა შვილი მას მიაბარაო,
დისა მჯობი და იყავ და დედაიო.
- და ბაგაში ღმერთი იშვა, აბა, რაო!
- აურაცხელ წყალობაზე წყალობაო
ზეციერმა ჩვენთვის გადააბა, რაო,
ცაზე გაჩნდა უცნაური ვარსკვლავიო.
- ბეთლემისკენ გზას დაადგა, აბა, რაო!
- სამი მოგვი თან გამოჰყვა სათაყვანოდ
და ჰეროდემ, იცი, რა დააბარაო?
აქ დაბრუნდით, მეფის ამბავს მოველიო.
- ცუდს ლამობდა, მიხვდებოდნენ, აბა, რაო!
- არა ამცნეს, ყრმა გადარჩა, უცოდველმა
ღმერთთან ჩვენი ცოდვის ვალი გაბარაო,
იმ წამებით ზეცად ამაღლებულაო.
- სასუფევლის გზა გაგვიხსნა, აბა, რაო!
- დე, მარადის შობის მადლი გვფარავდესო!
თუ დავრჩებით როსმე ღვთის ანაბარაო,
ეს გვერჩიოს ქვეყნად ყველა ანაბარსა!
- გადავრჩებით, გადავრჩებით, აბა, რაო!
რა ვქნათ, ძველით შობა ვიზეიმოთ თუ ახლითო?
ძალიანაც ნუ გაიწვალებთ თავს ამაზე ჯავრით, რადგან
მაცხოვრის მიწიერი შობის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
არც წელიწადის დრო.
ეს ყველაფერი - პირობითია.
პირობითობას მისდევს ეს ლექსიც.
ნინო დარბაისელი
საშობაო - აბა, რაო!
- - -
- ქარი ქროდა, ციოდაო, ყინავდაო,
თოვლმა მიწა თეთრად მოამთაბარაო,
ღელავდაო, თურმე, ყველა სულდგმულიო...
- სასწაულის მოლოდინში, აბა, რაო!
- გარეთ ძაღლიც კი არ გაიგდებოდაო,
ცეცხლთან იჯდა, ვინაც ხნა და დაბარაო.
კეთილ პატრონს მიელტვოდა ყოველიო.
- შეყუჟულან ჭერქვეშ ერთად, აბა, რაო!
- ბეთლემს, თურმე, ქალმა მოილოგინაო,
მამა ღმერთმა შვილი მას მიაბარაო,
დისა მჯობი და იყავ და დედაიო.
- და ბაგაში ღმერთი იშვა, აბა, რაო!
- აურაცხელ წყალობაზე წყალობაო
ზეციერმა ჩვენთვის გადააბა, რაო,
ცაზე გაჩნდა უცნაური ვარსკვლავიო.
- ბეთლემისკენ გზას დაადგა, აბა, რაო!
- სამი მოგვი თან გამოჰყვა სათაყვანოდ
და ჰეროდემ, იცი, რა დააბარაო?
აქ დაბრუნდით, მეფის ამბავს მოველიო.
- ცუდს ლამობდა, მიხვდებოდნენ, აბა, რაო!
- არა ამცნეს, ყრმა გადარჩა, უცოდველმა
ღმერთთან ჩვენი ცოდვის ვალი გაბარაო,
იმ წამებით ზეცად ამაღლებულაო.
- სასუფევლის გზა გაგვიხსნა, აბა, რაო!
- დე, მარადის შობის მადლი გვფარავდესო!
თუ დავრჩებით როსმე ღვთის ანაბარაო,
ეს გვერჩიოს ქვეყნად ყველა ანაბარსა!
- გადავრჩებით, გადავრჩებით, აბა, რაო!
Laravel
კომენტარი
0