შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ხუთი ანგელოზისა

#ლექსები

ნინო დარბაისელი
ხუთი ანგელოზისა

ყველგან, დედამიწაზე საქმე ისე მრუდია,
დენთის კასრზე დგომაა აქ ყოველი წუთი.
ანგელოზთა დასები საქმეს ვერ აუდიან,
ღმერთო, უცებ დაგაკლდა ერთდროულად ხუთი?

აბა, სხვა რა ვიფიქრო! ყოფა - საშინელია!
მიწას - ბავშვთა გვამებით - ვინ აფიანდაზებს?
ვერ გრძნობ უბედურებას? თუ წვა - ცაში ნელია?
მაშ, ბავშვებით რად ივსებ მნეთა ფრთიან დასებს?

და ამაღამ ჩვეულად, ისევ დადგება შობა?
რაა ჩვენი ცრემლები - ცისთვის - რაღაც, სითხე?
გვიჯობს ანგელოზობას, ღმერთო, ისევ ბავშვობა!
ისევ ქრისტეს უსმინე,
ისევ ქრისტეს ჰკითხე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →