ჩანაწერი
Laravel
ასკლეპიოსის სამლოცველონი
ნინო დარბაისელი
ასკლეპიოსის სამლოცველონი
მე მარმარილოს თბილი სიგრილე მიყვარს. შევეხები და ჩემზე გადმოდის თრთოლით.
საუკუნეთა შორეთში მივდევ მის ღვარს
აქ - სიჩუმეა. მზეში ციმციმებს თოვლი.
ასკლეპიოსის ვხედავ ქურუმთა ლანდებს
და მესმის ხმები სნეულთა გარდასულთა.
აბანოებში იმათი კვნესა დამდევს,
ოქროთი ვისაც სიცოცხლის ყიდვა სურდა.
ნეკროპოლისში განისვენებენ ერთად,
უხსენებელი მათ მოსაკითხად დადის,
სარკოფაგებში რა სირუხეა ფერთა,
მდუმარებაა მრავალი წელიწადის!
ქვეწარმავალთა ნახლართ, დაწყევლილ გორგალს,
სიზმრად მადევარს - ვერ დავეხსენი დღემდე.
ვარ დაგესლილი და გული ჩემი ბორგავს, კოშმარო, კმარა, როდემდე უნდა მდევდე!
ალბათ ესაა ამქვეყნად ყოფნის წესი,
რომ გიხაროდეს მუდამ დადგომა დილის.
გასიზმრებული ცხადი! - სხვა უკეთესი
ბევრია? რაა? სული რატომ-ღა ტირის?
ასკლეპიოსის სამლოცველონი
მე მარმარილოს თბილი სიგრილე მიყვარს. შევეხები და ჩემზე გადმოდის თრთოლით.
საუკუნეთა შორეთში მივდევ მის ღვარს
აქ - სიჩუმეა. მზეში ციმციმებს თოვლი.
ასკლეპიოსის ვხედავ ქურუმთა ლანდებს
და მესმის ხმები სნეულთა გარდასულთა.
აბანოებში იმათი კვნესა დამდევს,
ოქროთი ვისაც სიცოცხლის ყიდვა სურდა.
ნეკროპოლისში განისვენებენ ერთად,
უხსენებელი მათ მოსაკითხად დადის,
სარკოფაგებში რა სირუხეა ფერთა,
მდუმარებაა მრავალი წელიწადის!
ქვეწარმავალთა ნახლართ, დაწყევლილ გორგალს,
სიზმრად მადევარს - ვერ დავეხსენი დღემდე.
ვარ დაგესლილი და გული ჩემი ბორგავს, კოშმარო, კმარა, როდემდე უნდა მდევდე!
ალბათ ესაა ამქვეყნად ყოფნის წესი,
რომ გიხაროდეს მუდამ დადგომა დილის.
გასიზმრებული ცხადი! - სხვა უკეთესი
ბევრია? რაა? სული რატომ-ღა ტირის?
Laravel
კომენტარი
0