შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

საგაზაფხულო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

საგაზაფხულო

ეს ზამთარიც - გატეხილი,
ბეღურები - ატეხილი,
უკვე კვირტებგადამსკდარია
ყოველგვარი ხეხილი.

გულამოსკვნით მოქვითინე ვაზი - გადაგრეხილი,
ვიგრძენი და გამილაღდა ეს გული დამეხილი.
მზეა - მზური, ცაა - ცური,
სავსე, როგორც ძროხის ცური,
კარს მომდგარა გაზაფხული.
- გაზაფხული მეძუძური - გულმკერდგადაღეღილი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →