ჩანაწერი
Laravel
უშბას ორი მწვერვალი (ციკლიდან - პრიმიტივები დედას
ნინო დარბაისელი
უშბას ორი მწვერვალი
(ციკლიდან - პრიმიტივები დედას)
ქვა - იწვოდა ჩემი ცოდვით,
მე - ყინულებს ვკვალავდი.
რად მინდოდი, არც ვიცოდი,
მოგყევ კუბოს კარამდი.
გულო, როგორ დამიობლდი,
უმზეობით დამიობდი?
თმენა-თმენით გაიობდი?
გაზრდით დაპატარავდი?!
არც რამ - გადასერილია.
თითქოს გადაწერილია,
გრძნობა - გადაცერილია,
დროა - გადამცერვალი.
უხსოვარ დროს დანასევდი
ახლა როგორ გაგახსენდი?
ეს - ჩავლილი ამბავია,
გული? - ძველი ამბარია,
ცივეული აბარია,
მთაა, განა ბარია!
ჩემს სიზმრებში თან მაყრობ და
თან “მადევსო, მწერ, ვალი”…
მთლიანს შენ ვინ დაგიპყრობდა.
უშბასავით - განა ერთი,
ღარ-ტეხილით შენაერთი,
სამხრეთის და ჩრდილოეთის -
გქონდა ორი მწვერვალი.
შენ - სხვა გსურდა და მე კიდე
ალპურ კლდეებს დავეკიდე,
შევაჯერე ქვეყნის კიდე,
რის ნაშალი, რა ყორე!
სიზმრის - ისევ სიზმარს დარჩეს,
ასახდენებს ვინ აარჩევს,
ვინ თქვას, რა კლავს ან რა - არჩენს.
ყველა წყალს გავაყოლე!
ფოტოზე - ორმწვერვალიანი მთა - უშბა
უშბას ორი მწვერვალი
(ციკლიდან - პრიმიტივები დედას)
ქვა - იწვოდა ჩემი ცოდვით,
მე - ყინულებს ვკვალავდი.
რად მინდოდი, არც ვიცოდი,
მოგყევ კუბოს კარამდი.
გულო, როგორ დამიობლდი,
უმზეობით დამიობდი?
თმენა-თმენით გაიობდი?
გაზრდით დაპატარავდი?!
არც რამ - გადასერილია.
თითქოს გადაწერილია,
გრძნობა - გადაცერილია,
დროა - გადამცერვალი.
უხსოვარ დროს დანასევდი
ახლა როგორ გაგახსენდი?
ეს - ჩავლილი ამბავია,
გული? - ძველი ამბარია,
ცივეული აბარია,
მთაა, განა ბარია!
ჩემს სიზმრებში თან მაყრობ და
თან “მადევსო, მწერ, ვალი”…
მთლიანს შენ ვინ დაგიპყრობდა.
უშბასავით - განა ერთი,
ღარ-ტეხილით შენაერთი,
სამხრეთის და ჩრდილოეთის -
გქონდა ორი მწვერვალი.
შენ - სხვა გსურდა და მე კიდე
ალპურ კლდეებს დავეკიდე,
შევაჯერე ქვეყნის კიდე,
რის ნაშალი, რა ყორე!
სიზმრის - ისევ სიზმარს დარჩეს,
ასახდენებს ვინ აარჩევს,
ვინ თქვას, რა კლავს ან რა - არჩენს.
ყველა წყალს გავაყოლე!
ფოტოზე - ორმწვერვალიანი მთა - უშბა
Laravel
კომენტარი
0