შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წინასწარმეტყველს უთქვამს დებორას

#ლექსები

ნინო დარბაისელი

წინასწარმეტყველს უთქვამს დებორას

ვინც ჩემსავით არ აზროვნებს, ყველა ნაღდი ქოცია,
ხოლო ქოცი ერთიანად, ყველა წარსახოცია!

ვინც ჩემსავით არ აზროვნებს,
ყველა ნაღდი ნაცია,
ერთიანად გასაწყვეტი - ქალია თუ კაცია.

მიდით, ჭამეთ ერთმანეთი, მეტი რა დაგვრჩენია,
პოლიტიკას წაუღია, შენია თუ ჩემია!

ამის გამო საქართველო არის მუდამ ვნებული,
ელის კიდევ დამარცხება მას - არდახანებული,
მტერი - გახარებული და ახარხარებული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →