ჩანაწერი
Laravel
მაბოდებს რომი
ნინო დარბაისელი
მაბოდებს რომი
ქვაფენილები - ვიწროზე ვიწრო…
სიცხიანი ვარ, შემხვდა ვირუსი.
ახლა საბანი მსურს გადავიძრო,
რად ვნახე, თითქოს ვიყავი რუსი?
ვიცი მიზეზი სიზმრის ამგვარის -
რომში ჭარბია ხმები - რუსული
ან ბევრი არის - რუსის ნამგვანი.
მესიზმრა ველი გადატრუსული,
ვიდექი, ვჭვრეტდი - მოზაიკიდან
ავად უყეფდა ვის არ ქოფაკი.
გველოდა წმინდა ჩვენ პატრიკი და
პადრეს - წყლიანი - შინ - სარკოფაგი.
ბევრიც იომო, ბევრიც ილომო,
კიდეც იმარჯვო, ესეც დავუშვათ.
ბავშვად შეჰფერი ელადას, რომო
და მეც მიყვარხარ - ჭირვეულ ბავშვად.
ბავშვო, ყველა გზა შენკენ რად მოდის?
მხოლოდ წარსული? აწმყოც გაქვს დიდი.
დახვეწილს გცნობენ შენ ლამპრად მოდის
მე ამ ქუჩებში მარად ვივლიდი.
რა სიცივეა, თოვა-სუსხვაა.
ლანდი შემკრთალი დგახარ, მონიკა:
ამღამის რომი მაინც სულ სხვაა,
შორს - გარმონია და ჰარმონიკა!
- - -
* ქოფაკი მოზაიკაზე, რამდენიმეგანაა რომში. ფოტოზე თეთრი მოზაიკა პოეტი ტრაგიკოსის საცხოვრისიდან - ,,კავეი კანემ” - (უფრთხილდი ძაღლს) - პომპეიდან.
** წმინდა პატრიკის კათოლიკური სამლოცველო - ამერიკის საელჩოსთან ახლო.
*** ანტიკურ სარკოფაგებს, ანუ ჩასასვენებლებს- უკვე გვიან წარჩინებული სასულიერო პირები აბაზანებად იყენებდნენ.
**** ტრევის შადრევანსა და ესპანურ კიბეებს შუა, “ვია დეი კონდოტის” მოედანზე თავმოყრილია მსოფლიო მოდის უცნობილესი ბრენდების სალონები და საცხოვრებლები.
**** იგულისხმება იტალიელი მოდელი და მსახიობი, ჩვენში დიდად პოპულარული მონიკა ბელუჩი.

კომენტარი
0